გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ტუროპერატორი ( აგრო,ეკო და ა.შ. ტუროპერატორი)


I. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ტუროპერატორი ( აგრო -
ეკო - და ა.შ. ტუროპერატორი )

II. პროფესიული განათლების საფეხური: III საფეხური

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტუროპერატორის (აგრო-, ეკო- და ა.შ. ტუროპერატორი) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია -ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სპეციალისტი და გაიცემა პროფესიული დიპლომი.

IV. პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი-1500 საათი. აქედან: 60%- 36 კრედიტი ( 900 საათი) თეორიული კომპონენტისათვის, 40% - 24 კრედიტი ( 600 საათი) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტისათვის. სწავლების ხანგრძლივობაა 45 კვირა. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
სასწავლო პროგრამა შედგება 14 სასწავლო კურსისაგან, აქედან 12 თეორიული და 2 პრაქტიკული.

სწავლების ენა: ქართული

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, რაც დასტურდება ზოგადი განათლების ატესტატით ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით.

VI. პროფესიული პროგრამის სფეროს აღწერა: ტუროპერატორი მიმართულებათაშორისი დარგებისა ან სპეციალობების მიმართულების ტურიზმის დარგის კვალიფიკაციაა. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის მომზადებას და ტურისტული ბაზრისათვის შეთავაზებას. საქმიანობის ადგილის შესაბამისად ტურისტულ ბაზარზე მოქმედებენ: ადგილობრივი, გამყვანი და შემომყვანი ტუროპერატორები. ტუროპერატორის ფუნქციებში შედის:
- სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება;
- ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა;
- ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
- ტუროპერატორი უზრუნველყოფს მომხმარებელს/დამკვეთს მისთვის საჭირო ინფორმაციით;
- სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდiსათვის (გიდი, მძღოლი, ტურის გამყოლი)
- პროგრამის ყველა დეტალiს გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქციით უზრუნველყოფა;
ტურის მიმდინარეობის პროცესში მას ურთიერთობა აქვს მომსახურე გუნდთან და მომწოდებლებთან. ტურის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ტურ- ოპერატორი ხვდება მომხმარებელს/დამკვეთს და ეცნობა მათ რჩევებს და კომენტარებს; ანგარიშს იბარებს მომსახურე გუნდისაგან. ახორციელებს დოკუმენტაციის სისტემატიზაციას და არქივიზაციას. ტუროპერატორს მოეთხოვება იყოს მოწესრიგებული, ჰქონდეს კარგი საკომუნიკაციო სისტემა, აზრის მკაფიოდ გადაცემის და სწრაფი მოქმედების უნარები; კარგი მეხსიერება და ორგანიზებულობა. ტუროპერატორის პროფესია მოითხოვს უცხო ენის (ვერბალური და წერითი), კომპიუტერული პროგრამების, ტურისტული ბაზრის მოთხოვნილებების, ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე ცოდნას; დაგეგმვისა და კოორდინაციის კარგ უნარს.


VII. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს ტუროპერატორი (ტურისტული მომსახურების დაჯავშნის) III საფეხურის სპეციალისტი, რომელსაც მისცემს თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც შეძლებს: მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევას, მომხმარებლის/დამკვეთის მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრას, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება – გაფორმებას, სასტუმროს დაჯავშნას, ტრანსპორტის, კვების, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას, ტურისტთა მოთხოვნების გათვალისწინებას, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენისა და ეთიკის ნორმების დაცვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მომსახურებას; ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციას, დიალოგის წარმართვას და უცხო ენის პრაქტიკულ გამოყენებას. ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე ცოდნას, დაგეგმვას და კოორდინაციას.


VIII. დასაქმების სფერო: ტურისტული (ტურ-ოპერატორული) კომპანია, შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურადაც, როგორც ინდ. მეწარმე.