გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა


I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: პრაქტიკოსი ექთანი (090552)
II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე საფეხური

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. პროგრამის მოცულობა: 150 კრედიტი (3750 საათი), აქედან 40% (60 კრედიტი - 1500 საათი) ეთმობა პრაქტიკის კომპონენტს, ხოლო 60% (90 კრედიტი - 2250 საათი) - თეორიულ კომპონენტს. სწავლების ხანგრძლივობა 97 კვირა. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შედგება 21 (ოცდაერთი) სასწავლო კურსისაგან, აქედან 20 თეორიული და 1 პრაქტიკული.

სწავლების ენა: ქართული

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა -კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად სრული ზოგადი განათლება, რაც დასტურდება შესაბამისი საშუალო განათლების ატესტატით ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით.

VI. სფეროს აღწერა
პრაქტიკოსი ექთანი არის ჯანდაცვის მიმართულების საექთნო საქმის დარგის კვალიფიკაცია, მას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ერთ–ერთი საკვანძო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი დანიშნულებაა ნებისმიერი ასაკის ინდივიდების, ოჯახების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ან/და თემის ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებათა პრევენცია, ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მეშვეობით. პრაქტიკოსი ექთანი გადამწყვეტ როლს ასრულებს ავადობა–სიკვდილიანობის მინიმიზაციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში. პრაქტიკოსი ექთნის საქმიანობა ასევე მოიცავს ავადმყოფთა, უნარშეზღუდულთა ან/და ტერმინალურ პაციენტთა მოვლას/მართვას. საექთნო საქმის თეორიის, საბაზისო სამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნისა და ძირითადი კლინიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენების მეშვეობით პრაქტიკოსი ექთანი ადეკვატურად პასუხობს მოსახლეობის ჯანდაცვის მუდმივად ცვლად საჭიროებებს და ავლენს ახალ გამოწვევებზე რეაგირების უნარს. სიცოცხლის მანძილზე სწავლა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მზადყოფნა – პრაქტიკოსი ექთნის ერთ–ერთი ძირითადი კომპეტენციაა. სამედიცინო მიღწევები და თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკოსი ექთნისგან მოითხოვს მაღალი დონის პროფესიულ ცოდნას, უნარებს, დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რასაც უზრუნველყოფს ქვეყნის ჯანდაცვის პრიორიტეტებზე, ეპიდემიოლოგიურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე ორიენტირებული და მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა.

VII. პროფესიული პროგრამის მიზანი:
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: პროფესიულმა სტუდენტმა შეიძინოს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლს, მისიას და ფუნქციებს; გააცნობიეროს საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, საექთნო საქმის სოციალური, კულტურული, სულიერი ასპექტები, გააცნოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, პრაქტიკოსი ექთნის დანიშნულება, უსაფრთხოების წესები, ინფექციის კონტროლის პრინციპები და ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით; პროფესიულმა სტუდენტმა გააცნობიეროს პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე პროფესიულ გუნდში საქმიანობის კონტექსტში; იცოდეს მართვისა და ლიდერობის ძირითადი პრინციპები.

VIII. დასაქმების სფერო
პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფერო მოიცავს სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, ჰოსპისებს, ეთიკურ კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.