გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

ექთნის თანაშემწე
III საფეხური


I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ექთნის თანაშემწე
II. პროფესიული განათლების საფეხური: მესამე საფეხური.
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა პროფესიული დიპლომი.
IV. პროგრამის მოცულობა: 90 კრედიტი ( 2250 საათი); აქედან 60%- 54 კრედიტი ( 1350 საათი) თეორიულ კომპომენტს ეთმობა, 40%- 36 კრედიტი ( 900 საათი) პრაქტიკის კომპონენტს. სწავლების ხანგრძლივობაა 60 კვირა. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შედგება 17 (ჩვიდმეტი) სასწავლო კურსისაგან, აქედან 16 (თექვსმეტი) თეორიული და 1 (ერთი) პრაქტიკული.

სწავლების ენა: ქართული

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი ან საბაზო განათლება, რაც დასტურდება ზოგადი ან საბაზო განათლების ატესტატით ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით.

VI. სფეროს აღწერა:
საექთნო საქმე მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. ექთნის თანაშემწე არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს ექთნის ან/და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი საქმიანობა მოიცავს ზედამხედველობის ქვეშ ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მქონე, ასევე უნარშეზღუდულ და ტერმინალურ პაციენტებზე ზრუნვას; პრევენციულ და სხვა ტიპის ჯანდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობას.



VII. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს სათანადო ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილი ექთნის თანაშემწის პროფესიული კადრები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში; ექთნის თანაშემწე არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს ექთნის ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი საქმიანობა მოიცავს: პაციენტებზე ზრუნვას; ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებების მქონე პირების მოვლას; უნარშეზღუდულ და სარეაბილიტაციო დახმარების საჭიროების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვას; ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფებისათვის ტკივილის მოხსნას და მდგომარეობის შემსუბუქებას; დაავადების პრევენციას ჯანმრთელ მოსახლეობაში; გადაუდებელი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და სამედიცინო დახმარების კოორდინაციას.

VIII. დასაქმების სფერო
მოსავლელი პირის ინდივიდუალურi (ასაკობრივი, სოციალური, ფსიქოლოგიური) და დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით, ექთნის თანაშემწე შეიძლება დასაქმდეს: სტაციონარში, ჰოსპისში, ბინის პირობებშi ან/და მომვლელად მგზავრობა-მოგზაურობის დროს; ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში (მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლები); ბინაზე მოვლის სამსახურში.