გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

ინფორმაციული ტექნოლოგი
III საფეხური

I. პროფესიული პროგრამის სახელწოდება:
ინფორმაციული ტექნოლოგი

II. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური:
მესამე საფეხური

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

IV. პროგრამის მოცულობა:
საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად. ერთი კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 35 კრედიტს. პროგრამის სრული მოცულობაა 875 საათი, ხანგრძლივობა 23 კვირა. აქედან 60%, ანუ 21 კრედიტი ( 525 საათი) ეთმობა სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას, ხოლო 40 %, ანუ 14 კრედიტი (350 სთ) თეორიულ სწავლებას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შედგება 11 სასწავლო კურსისაგან აქედან 7 თეორიული და 4 პრაქტიკული.

სწავლების ენა: ქართული.

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს როგორც საბაზო განათლების, ისე სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რაც დასტურდება შესაბამისი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით.

VI. სფეროს აღწერა:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო გულისხმობს საინფორმაციო სისტემების შექმნას, განვითარებასა და მის სწორ ექსპულატაციას. უკანასკნელ წლებში საქართველოში სწრაფად განვითარდა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მომსახურების სფეროში, მმართვის სისტემებში, საწარმოებში და იქცა სოციალური პროცესების განუყოფელ ნაწილად. მაღალი ტექნოლოგიური მიღწევები, კომუნიკაციის უახლესი საშუალებები, ხელს უწყობენ დაწესებულების ეფექტურ მართვას, დროის, შრომის, მატერიალური რესურსების დანახარჯის ეკონომიასა და განვითარებას. ბუნებრივია, შრომით ბაზარზე გაიზარდა ისეთ იტ სპეციალისტზე მოთხოვნა, რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარების შესაბამისი ცოდნა და უნარები.
ინფორმაციული ტექნოლოგი წარმოადგენს ინფორმატიკის დარგობრივი სფეროს პროფესიულ კვალიფიკაციას. ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) არის კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის პროექტირების, შემუშავების, რეალიზაციის, ზოგადი უზრუნველყოფის და მართვის პროცესი.
ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული სტანდარტი შემუშავებულია CISCO-ს ქსელური აკადემიის IT Essentials სასწავლო კურსის საფუძველზე, რომელიც ამზადებს მსმენელებს ორი სტანდარტული სერტიფიცირებისათვის:

1. EUCIP საერთო ევროპული პროფესიული სტანდარტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (www.eucip.com).
2. CompTIA A+ კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიული ასოციაციის სერტიფიკატი
(www.comptia.org)

VII. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის ინფორმაციული ტექნოლოგი, რომელსაც მისცემს თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ფლობდეს: აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. შეძლოს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მარტივი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე. გაცნობიერებული ჰქონდეს ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მუშაობის იურიდიული და ეთიკური ასპექტები.

VIII. დასაქმების სფერო:
ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად;
შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ