გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

ბანკის ოპერატორი
V საფეხური

  • I. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ბანკის ოპერატორი

  • II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე საფეხური

  • III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბანკის ოპერატორის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

  • IV. პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი - 3000 საათი.აქედან: თეორიული კომპონენტისათვის 60%- 72 კრედიტი (1800 საათი), 40%-48 კრედიტი ( 1200 საათი) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტისათვის. სწავლების ხანგრძლივობაა 78 კვირა. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში


სწავლების ენა: ქართული

  • V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, რაც დასტურდება ზოგადი განათლების ატესტატით ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით.

  • VI. პროფესიული პროგრამის სფეროს აღწერა: ბანკის ოპერატორი წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ფინანსების დარგობრივი სფეროს პროფესიულ კვალიფიკაციას. ბანკის ოპერატორი არის პირი, რომელიც ქმნის ბანკის იმიჯს და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოპერატიულად დაკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ და უზრუნველყოს ბანკისათვის კლიენტების მოზიდვა.

  • VII. პროფესიული პროგრამის მიზანი: წინამდებარე პროგრამა მიზნად ისახავს ბანკის ოპერატორების მომზადებას საბანკო სექტორისათვის, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დააკმაყოფილონ კლიენტთა მოთხოვნები, უზრუნველყონ კლიენტთა ხარისხიანი მომსახურება და მოზიდვა, საკუთარი ოპერატიული, მოწესრიგებული და პუნქტუალური მუშაობით იზრუნონ ბანკის იმიჯზე.
  • VIII. დასაქმების სფერო: ბანკის ოპერატორის კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურე ოპერატორის თანამდებობაზე.