გვერდი იტვირთება

მუშაობს სატესტო რეჟიმში
articles (5)

შპს ,, საზოგადოებრივი კოლეჯი ხარება“-ს მისიაა:



შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხელი შევუწყოთ სტუდენტების მიერ ყველა იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დაუფლებას ასევე ღირებულებათა ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც ადაპტირებულნი იქნებიან მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.



დასახული მისიიდან გამომდინარე შპს ,, საზოგადოებრივი კოლეჯი ხარება“-ს მიზანია:

  • ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი პროფესიული განათლების მიღების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
  • გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და გარე შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, დაინტერესებული პირებისათვის, დამსაქმებელთა მოთხოვნის შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შეთავაზება;

  • დ) მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული მუდმივად განვითარებდი და განახლებადი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა;
  • ე) შპს ,, საზოგადოებრივი კოლეჯი ხარება“-ს ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;
  • ვ) საქართველოსა და უცხოეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
  • ზ) სასწავლო პროცესის პრიორიტეტების განსაზღვრა, სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასების დადგენა;




3.2. შპს ,, საზოგადოებრივი კოლეჯი ხარება“-ს დასახული მისიისა და მიზნის მისაღწევად, აქვს შემდეგი ამოცანები:



ა) თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება;
ბ) სასწავლო მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი მოდერნიზაცია, ბიბლიოთეკის ფონდის შევსება–განახლება და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, პროფესიულ სტუდენტთა კულტურული და სპორტული ღონისძიებების სათანადო ხელშეწყობა;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/მოდიფიცირება ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებითა და თანამედროვეობასთან შერწყმული სწავლების მიზნით;
დ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
ე) პიროვნების ინტელექტუალური, კულტურული და ზნეობრივი განვითარების მოთხოვნილებათა რეალიზაცია, მისი პროფესიული ზრდისა და სრულყოფის უზრუნველყოფა.
ვ) თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელების ხელის შეწყობა;
ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით.